სკანდალი-ნიკა მელია გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული იყო?
იკა მელიას მამის მეგობრის განცხადებით, მელია ე.წ. კაი ბიჭებს და ნარკომანების წრეში ტრიალებს, წინასაარჩევნოდ კი შავ ფულს აგროვებს.
„ნიკა სოლოლაკელი ბიჭია. არაფერი უკვირს, ბირჟაზეც მდგარა, მოძველბიჭო ტიპია და ამ წრეს კარგად იცნობს. დაჭერილიც იყო ერთხელ, ვიღაც „ნაშა“ სცემა და გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. სიმთვრალე პათოლოგიური აქვს და ამიტომ არ სვამს. ჰოდა, ძველი მეგობრები აამუშავა, ზოგს აშინებენ, ზოგს ყიდულობენ, ზოგთან არათბილისელობის თემას ამუშავებენ და ეგ არის. შავი თანხები რომ ტრიალებს საარჩევნოდ, ისედაც ყველამ იცის. იმდენად ბინძური ხალხი ტრიალებს ამ ეტაპზე ნიკას გვერდით, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, თბილისში შეიძლება სამოქალაქო ომი დაიწყოს – ყოფილი თუ მოქმედი ნარკომანები, ე.წ. 90-იანების ელიტა… კაი ბიჭობით რომ უნდათ არჩევნების მოგება და საარჩევნო სლოგანად – ნიკუშა ჩვენი ძმაა – აქვთ. ასე არ შეიძლება. ძლივს დალაგდა ქვეყანა და ახლა უნდა არიონ? ანზორს არავინ არაფერს ეკითხება, მაგას შავი ფულის შოვნა დაავალეს და რაც გამოვიდა, ყველამ გაიგო“, – ამბობს ნიკა მელიას მამის, ანზორ მელიას მეგობარი "ვერსიასთან" საუბარში.