Express News

ირაკლი ღარიბაშვილი-უგულავას დაპატიმრება ეს არის მართლმსაჯულების ზეიმი



უგულავას დაპატიმრება, რაც მოხდა გუშინ სასამართლოში, ეს არის მართლმსაჯულების ზეიმი. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია, რომ სასამართლო დღეს გახდა აბსოლუტურად თავისუფალი და დამოუკიდებელი ხელისუფლების ჩარევისგან. ღარიბაშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოსთან განვითარებული მოვლენები დაუშვებელია.პრემიერმა სამართალდამცავ ორგანოებს ინციდენტების სწრაფი აღკვეთისკენ მოუწოდა. ღარიბაშვილის განცხადებით, გუშინ კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქევყანაში კანონი კანონობს.

"ჩემი შეფასება არის შემდეგი - უგულავას დაპატიმრება, რაც მოხდა გუშინ სასამართლოში, ეს არის მართლმსაჯულების ზეიმი. გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ იხილა დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი მოსამართლის მიერ მიღებული დამოუკიდებელი, ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება. მე მივესალმები სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებას.ყველამ კარგად ვიცოდთი, რაც ხდებოდა სასამართლოში, როგორც იქცეოდნენ პროკურორები, როგორ ექცეოდა სახელმწიფო საკუთარ მოსამართლეებს. ჩვენ ეს მიდგომა შევცვალეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT