თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავს დაკავებას საზოგადოების სხვადასხვა ფენის წევრების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.
გიორგი უშუკიშვილი: “სამართლიანობა მოითხოვს იმას, რომ ვთქვა: ეს არის კაცი, რომელმაც ძალიან ბევრი რამე გააკეთა კულტურისთვის, ზოგადად დედაქალაქში, მაგალითად მოვიყვანფოლკლორის ცენტრს, ვიცი რომ იქ მუზეუმებია, არტოს ბაღის მშენებლობა მოხდა, იქაც ძალიან კარგი რამეები გაკეთდა და ბევრი კიდევ სხვა რამ.. ამიტომ ხალხის გამოხმაურებაც არის ლოგიკური, იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანმა დაივიწყო სიკეთე“.
სტეფანე: მინდა გამოვხატო მხარდაჭერა გიგისადმი, ახლაც არ ვიცი რის გამოა ის დაკავებული და ძალიან ვწუხვარ, იმიტომ რომ მიმაჩნია – მან თბილისისთვის ძალიან ბევრი გააკეთა და მინიმუმ იმის ნდობა შეიძლებოდა, რომ ის ქვეყნიდან არ გაიქცევა“.
კახა ცისკარიშვილი: “უამრავი ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი. შემიძლია ვთქვა და მე პირადად ვიცი რამდენიმე ასეთი ადამიანი და კიდევ აღსანიშნავი ფაქტი ის არის, რომ ჩემი ცხოვრების პერიოდში და მე ვცხოვრობ თბილისში უკვე 15 წელია, გიგი საუკეთესო მერი იყო და უამრავი კარგი საქმე აქვს გაკეთებული”.