Express News

ჯეკპოტების სკანდალი? - სად გაუჩინარდნენ მილიონერები



ჟურნალისტი სოფო ყარალაშვილი, რომელიც საქართველოს ფოსტას ჯეკპოტის გაყალბებაში ადანაშაულებს, „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ზაზა თანდაშვილმა, რომელმაც ადრე ოთხი მილიონი მიიღო, ჟურნალისტმა დელისის მეტროსთან დაინახა, როდესაც ის ყველას ყიდდა. ყარალაშვილი ამბობს, რომ როპდესაც ის ჟურნალისტებმა მოიკითხეს, ის იმ ტაძარშიც კი აღარ მივიდა სადაც ის ადრე ლოცულობდა.

„საზოგადოებამ იცის , რომ მას ჯეკპოტის თანხის ფარგლებში სახლი აჩუქეს, მაგრამ ეჭვი მეპარება ნაჩუქარი სახლი 4 მილიონის ღირებულების ყოფილიყო. როგორც ვიცი მისთვის ნაღდი ფული ხელში არ გადაუციათ. რატომაც საზოგადოებამ მის აწმყოზე არაფერი იცის. ასევე მსმენია აღმაშენებელზე იტალიურ ეზოში მცხოვრებ თემურ ბაირახტზე. ოთხასი ათასი ლარის მოგების შემდეგ ის მეზობლების თვალსაწიერიდან გაქრა...დავადგინე , რომ გლდანის ციხეში ზის მამაკაცი, რომელმაც ეროვნულ ლატარიაში მილიონი მოიგო. ჯერჯერობით ვერ ვადასტურებ, რა ბრალდებით აღმოჩნდა პატიმრობაში მილიონის მომგები,“-აცხადებს „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას სოფო ყარალაშვილი.

არქივის ფოტო

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT