სასჯელაღსრულების #7-ე დაწესებულების დირექტორის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
სასჯელაღსრულების #7-ე დაწესებულების დირექტორის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილების მიზეზი გენერალური ინსპექციის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების #7-ე დაწესებულების დირექტორის მოადგილემ სახალხო დამცველის რწმუნებულს საქმიანობაში ხელი შეუშალა.
„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა სახალხო დამცველის წინადადების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმება სასჯელაღსრულების N7-ე დაწესებულებაში სახალხო დამცველის რწმუნებულთა საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტის შესახებ.
ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გამოიკვეთა სასჯელაღსრულების #7-ე დაწესებულების დირექტორის მოადგილის სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტი, რის გამოც მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება.
გარდა ამისა, მითითება მიეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში თავიდან იქნას არიდებული მსგავსი ფაქტები“,-აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში