Express News

ჩხუბი რესტორან ფიროსმანთან [VIDEO]


თელავში რესტორან ფიროსმანთან მომხდარი ჩხუბის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა. დაპირისპირება კუდის ყოფილ თანამშრომელს ალექსი ნინოშვილსა და თბილისიდან სტუმრად მყოფ თენგო ნოზაძეს შორის მოხდა. ინციდენტის დროს თენგო ნოზაძემ გონება დაკარგა და სასწრაფო დახმარებამ რომელიც ადგილზე 40 წუთის დაგვიანებით მივიდა დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.რაც შეეხება ალექსი ნინოშვილს ის საპატრულო პოლიციას არ დაუკავებია. როგორც მათ განმარტეს ნინოშვილიც საჭიროებდა დახმარებას და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა როგორც თელავის რაიონულ ასევე რეფერალურ საავადმყოფოებში სადაც ალექსი ნინოშვილი არ აღმოჩნდა გადაყვანილი. თვითმხილველთა თქმით დაპირისპირება რესტორნის შიგნით დაიწყო მხარეეები სხვადასხვა სუფრაზე ისხდნენ. ალექსი ნინოშვილი რამოდენიმეჯერ დაუპატიჟებლად მივიდა მათ სუფრასთან და აგრესიულობით გამოირჩეოდა. შსს თელავის რაიონულმა სამმართველომ მოკვლევა უკვე დაიწყო. საქმესთან დაკავშირებით გვიან ღამით დაიკითხა როგორც დაზარალებული მხარე ასევე კუდის ყოფილი თანამშრომელი ალექსი ნინოშვილი. იხილეთ ჩვენი ვიდეო რეპორტაჟი
http://localinfo.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT