აჭარის ტელევიზიის ეთერში 19 მაისს და განმეორებით 20 მაისს გასული „ეკონომიკური სტრატეგია“ ბათუმის საკრებულოს არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატს თენგიზ აფხაზავას მიყავდა, რითაც, აჭარის ტელევიზიის დირექტორის სოსო სტურუას აღიარებით, დაირღვია საარჩევო კოდექსით, მაუწყებლობის შესახებ კანონით და მაუწყებლობის ქცევის კოდექსით დადგენილი რეგულაციები.
სოსო სტურუამ Media.Ge-ს განუცხადა, რომ გადაცემა „სამი დღით ადრე იყო დაანონსებული“ და 19 მაისამდე ახალი წამყვანის მოძებნა ვერ მოასწრეს.
„დიახ, ვაღიარებ რომ დავარღვიეთ კანონის მოთხოვნები“, თქვა სოსო სტურუამ. აჭარის ტელევიზია ფორმალურად საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი სტრუქტურაა, თუმცა ჰყავს მეურვეები, რომლებიც ავტონომიურ გადაწყვეტილებებს იღებენ.
თენგიზ აფხაზავა ბათუმის საკრებულოში კოალიცია ქართული ოცნების პარტიულ სიის მე-5 ნომერია.
სტურუას თქმით, „ეკონომიკურ სტრატეგიას“ აღარ გაუძღვება, მოძებნიან სხვა წამყვანს.