Express News

„ქართული ოცნების“ რიგები 35-მა წევრმა დატოვა



კოალიცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რიგები, რუსთავის ორგანიზაციის 35-მა წევრმა დღეს დატოვა და ეროსი კიწმარიშვილის "ჩვენი საქართველოს" რიგებს შეუერთდნენ."ქართული ოცნების" ერთ-ერთი ყოფილი წევრის, ამირან ბიწაძის განცხადებით, ის "ჩვენი საქართველოს" მერობის კანდიდატ ეროსი კიწმარიშვილს უჭერს მხარს, "ქართული ოცნებიდან" წასვლის გადაწყვეტილება კი ბოლო დროს განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, კერძოდ კი პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამ მიაღებინა. "მე "ქართული ოცნებიდან" მივდივარ კიწმარიშვილთან, დიდი ხანი ვითრევდი ფეხს, ჩემი დღევანდელი ნაბიჯი განპირობებული იყო ბევრი ფაქტორით, ამაზე ალბათ მომავალში ვილაპარაკებ. გაბრაზებული კი არა ვარ, უბრალოდ ჩემთვის მიუღებელია ის ქმედებები, რაც ხდება საქართველოში და კერძოდ რუსთავში, მე ამ ქალქში ვცხოვრობ და ჩემთვის ეს ყველაფერი სულ ერთი არ არის. ეროსი კიწმარიშვილმა დამარწმუნა, იმაში, რომ ის უფრო სწორი გეგმით მოდის და ხედავს ჩემს რუსთაველობას", - განაცხადა ამირან ბიწაძემ.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT