მოსკოვში, წითელ მოედანზე პიონერთა რიგებში საზეიმოდ მიიღეს სხვადასხვა რეგიონიდან სპეციალურად ჩაყვანილი 3.000-დე მოსწავლე.
საზეიმო ღონისძიება 19 მაისის აღსანიშნავად გაიმართა, რომელიც სსრკ-ს დაშლამდე აღინიშნებოდა, როგორც პიონერთასაკავშირო დღე. ცერემონიამ სსრკ-ს დროინდელი დროშების, წითელი ყელსახვევების, და შეძახილის: Будь готов! Всегда готов! თანხლებით ჩაიარა.