ზურა ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი, ამჟამინდელი ხელისუფლების მუშაობის მეთოდებს,ძველი ხელისუფლების მუშაობის მეთოდებს ადარებს.
„ჭიკაიძემ ვანო ჩაანაცვლა, მასში ვანო 2-ს ვხედავ, მასაც მერაბიშვილივით მკვლელები ჰყავს დაწინაურებული.
პროკურატურა უმოქმედო უწყებაა. ხელისუფლებასთან გვაქვს კითხვა - გვითხრან, ვინ დგას დღევანდელი პროკურატურის უკან.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ დრო გავა და დაგვავიწყდება რამე, ძალიან ცდებიან, არ დავიღლებით, შევეწირებით! ჩვენ უკან დამხევები არ ვართ!
ჩვენ, ჩვენს მიცვალებულებს ვერავინ გაგვიცოცხლებს, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში სამართლიანობა უნდა დამკვიდრდეს!"-განაცხადა იური ვაზაგაშვილმა.
reportiori.ge