ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანიის გახსნამდე ერთი დღით ადრე, 11 აპრილს ჟურნალიტებს განუცხადა, რომ აქციაზე 3 ათას მხარდამჭერს ელოდებიან. 12 აპრილს აქციის დაწყებამდე დამენიამ განაცხადა, რომ მრავალრიცხოვანი შეკრების მოწყობა ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ მიკროავტობუსების მძღლობემა მოქალაქეების გადაყვანაზე უარი თქვეს, რადგან მისივე სიტყვებით, მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა. კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ მათი სახელების დასახელება არ სურს.
„რაც დაგეგმილი იყო ეს იყო, უბრალოდ რაღაც პრობლემები შეიქმნა, რომ გარკვეული ადგილებიდან არ შემოუშვეს მოსახლეობა. ხობიდან და სენაკიდან საერთოდ გააჩერეს თითქმის 100 კაცამდე, მაგრამ ეს არ იყო რაღაც გრანდიოზული მიტინგი“, - უთხრა „ლაივპრესს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ.
სოციალურ ქსელში მოქალაქეები აქტიურად განიხილავდნენ, თუ რამდენი მხარდამჭერი დაესწრო ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის გახსნას ზუგდიდში. გთავაზობთ ვიდეომასალას, რომელიც აქციის მიმდინარეობისას მაღალსართულიანი კორპუსის სახურავიდან არის გადაღებული.