Express News

"ეჭვი მაქვს, რომ თათუხაშვილზე ზეწოლა იმ ადამიანების მხრიდან მოხდა, ვისაც არ უნდოდა, რომ ის ბრალდების მოწმე ყოფილიყო"


პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ შალვა თათუხაშვილზე ზეწოლას ადგილი მართლაც ჰქონდა.
ამის შესახებ მან პროკურატურის საგანგებო განცხადების შემდეგ განაცხადა.

„კითხვები რასაკვირველია არის და დარჩება, სანამ გამოძიება ბოლომდე არ დამთავრდება, მაგრამ ამ მასალების შემყურე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ ადამიანზე მართლაც მოხდა ზეწოლა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ეს იმ ადამიანების მხრიდან მოხდა, ვისაც ძალიან არ უნდოდა, რომ იგი ბრალდების მოწმე ყოფილიყო“, - განაცხადა ვოლსკიმ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT