მას შემდეგ, რაც გიგა ბოკერიას დაკითხვის შემდეგ მისმა მეუღლემ, ტელეწამყვანმა თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ "ბიძინა ივანიშვილს და შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ პუტინის რუს ოლიგარქს - ტიმჩენკოს, ერთი და იგივე ლობისტური კომპანია აქვთ დაქირავებული", ჟურნალისტი გიორგი უძილაური თამარ ჩერგოლეიშვილის საპასუხო პოსტს აქვეყნებს და წერს:
Facebook/გიორგი უძილაური, ჟურნალისტი:
"ბოკერიას მეუღლე ამბობს - ივანიშვილს და ერთ რუს ბიზნესმენს ერთი და იგივე პიარშიკი ყავთო. საინტერესოა, ვის გულისხმობს, ან რაში სჭირდება პიარშიკი ივანიშვილს... კაი, ამას შევეშვათ.
აქვე, კიდევ ერთი კაცი, ესაა ალეკსეი სიტნიკოვი - კრემლის კარზე ყველაზე გავლენიანი პიარშიკული კომპანია Имидж Контакт-ის შეფი, რომელიც ეხლა მუშაობს სააკაშვილის ძველი დაქალის - იულია ტიმოშენკოს წინასაარჩევნო პიარზე. ხოდა, ეს ის რუსი პიარშიკია, რომელიც სააკაშვილს და ჟვანიას პრ-ში ეხმარებოდა 1999 წლიდან, ჯერ ასლან აბაშიძის წინააღმდეგ და შემდეგ ვარდების რევოლუციის დაგეგმვაში. 1999 -ში საქართველოში სიტნიკოვს ჩამოყვანილი ყავდა 10 კაციანი ჯგუფი, რომლისთვისაც ჟვანიას და სააკაშვილს საიდუმლოდ დაქირავებული ქონდათ დიდი ბინა ვაკეში. ხოდა ეხლა მე მაქვს კითხვა - რატომ
ხოდა, ამ პრ-შიკებზე რა ხდება?
... ხო, და კიდევ ერთი - რატომ არ ენდობიან უკრაინაში ტიმოშენკოს და რატომ თვლიან, რომ ის პუტინთანაა გარიგებული ხომ არ იცის ვინმემ მიშას გუნდში?
... და კიდევ ერთი მიშას საიდუმლო პიარშიკი - შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მანამდე მუშაობდა პრ კომპანია KREAB-ში, რომელიც მიშას ემსახურებოდა. ამ ამბავზე შვედეთში სკანდალიც იყო", - წერს გიორგი უძილაური.
წყარო http://www.ambebi.ge