”ქართული ოცნების" ოფისთან აქციის მონაწილემ ბენზინი გადაისხა
თბილისში, პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა. მან ბენზინი გადაისხა და ცეცხლის წაკიდება სცადა, თუმცა მას ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
მსგავსი შემთხვევა ორი დღის წინ გამართულ აქციაზეც მოხდა.
პარტიის ოფისთან შეკრებილები მმართველი გუნდის წევრებთან შეხვედრას ითხოვენ.
ამ დროისთვის "ქართული ოცნების" ოფისთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი