"ნაციონალების" ოფისიდან მერაბიშვილის პლაკატი ჩამოხსნეს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის ფასადიდან ვანო მერაბიშვილის პლაკატი "თავისუფლება ვანო მერაბიშვილს" ჩამოხსნეს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი პლაკატის დაზიანება და საღებავებით შეღებვა გახდა.
ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პლაკატი "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის ფასადზე მერაბიშვილის დაკავების შემდეგ განთავსდა.
http://newposts.ge