Express News

მარნეულის გამგებლის მოადგილე დაკავებულია



მარნეულის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, არკადი შახბაზოვი დაკავებულია. მას ბრალი თაღლითობაში ედება. შახბაზოვის დაკავება ჩვენთვის უცნობ ვითარებაში, გასული კვირის ბოლოს მოხდა.
,, არკადი შახბაზოვი 2013 წლის სექტემბრიდან მუშაობს მარნეულის გამგეობაში. თავიდან ის თანაშემწე იყო, შემდეგ კი რამდენიმე თვეში დაინიშნა გამგებლის მოადგილედ აგრალურ საკითხებში. იგი ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალი თაღლითობის მუხლით აქვს წაყენებული, მიმდინარეობს გამოძიება და სხვა დეტალებზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ.
რაც შეეხება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, აღნიშნილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, მანამდე ჩვენ არ შეგვიძლია მისი უფლებამოსილების შეჩერება", - საუბრობს მარნეულის თვითმმართველობის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო დეკანოიძე.

კითხვაზე, როგორ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას შახბაზოვი მარნეულის გამგებელი, მერაბ თოფჩიშვილი პასუხობს, რომ აღნიშნული პირის მიმართ წერილობითი ფორმით საყვედური და რაიმე სერიოზული შენიშნვა არ ჰქონია.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT