Express News

სატელევიზიო რეიტინგების დამთვლელი კომპანია TV GDS მხირდან ზეწოლაზე საუბრობს



ტელეკომპანია GDS ხელმძღვანელები, რომელიც ბერა ივანიშვილს ეკუთვნის, კომპანია  ”თი-ვი ემ-არ საქართველო” –ს მენეჯმენტზე რეიტინგის ხელოვნურად გაზრდის მოთხოვნით, ზეწოლას ახორციელებდა.
ამის შესახებ,  ”ექსპრესნიუსს”   კომპანია “თი-ვი ემ-არ საქართველო” –ს მენეჯმენტში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, GDS მოითხოვდა, ტელეკომპანია “რუსთავი2″–ს რეიტინგების დაწევას და სამაგიეროდ ბერა ივანიშვილის კუთვნილი ტელეკომპანიის რეიტინგის ზრდას. თუკი რეიტინგის დამთვლელი ორგანიზაცია აღნიშნულ დავალებას არ შეასრულებდა, მას პრობლემები შეექმნებოდა.
“ექსპრესნიუსის” კითხვაზე, თუ ვინ იყვნენ პირები ვინც მათ დაემუქრა, ინფორმატორი არ ასახელებს.
ამასთან, შპს IPM მონიტორინგის დამფუძნებელმა,   კომპანია “თი-ვი ემ-არ საქართველო” –ს პარტნიორმა გოჩა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამი კვირის წინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, რომელსაც დახარჯული თანხის მიუხედავად დაბალი რეიტინგი აქვს, მისგან მკაცრად გასაიდუმლოებული ინფორმაცია მოითხოვა იმ „ფიფლ მეტრების” ადგილმდებარეობის შესახებ, რომლითაც სატელევიზიო რეიტინგები იზომება. ამ მოთხოვნის შემდეგ კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა.
„დაახლოებით სამი კვირის წინ შედგა პრივატული შეხვედრა ითხოვა ერთ-ერთმა ტელევიზიამ. ცოტა ხანში ყველაფერს მოგიყვებით. პრივატულ საუბარში გვთხოვეს, რომ რამენაირად გადამეცა მათთვის სიები, მე ავუხსენი, რომ ხელმისაწვდომი ეს სიები ჩემთვის არ იყო და არაფერში არ გამოადგებოდათ, იმიტომ რომ ოჯახებზე ზეწოლა საბოლოო ჯამში… ძალიან მალე არის შვეიცარიული კომპანიის მონიტორინგის სამსახურისთვის ცნობილი. და მე ხვალ დავწერ, გარკვეულ დეტალებს. ვერ გეტყვით ვისთან იყო შეხვედრა, მაგრამ მერე ამ წერილის შემდეგ მე გეტყვით რომელი ტელევიზიის და ვინ იყო წარმომადგენლები, რომლებიც მთხოვდნენ მე კონფიდენციალური არხებით ჩამეგდო მე ხელში სიები და გადამეცა მათთვის.
მე ავუხსენი, რომ ეთიკური ადამიანი, სხვას არ სთხოვს არალეგალური გზით სიების ხელში ჩაგდებას. ვუხსნიდი, რომ ეს უპერსპექტივო საქმეა, რომ შეეცადონ სიების არალეგალურად, თაღლითურად, არ ვიცი როგორც გნებავთ დაარქვით, ხელში ჩაგდებას” – განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცქიტიშვილის თქმით, როგორც ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა განუცხადეს, მათ სიები მოითხოვეს იმიტომ, რომ ტელევიზიას აქვს დაბალი რეიტინგი, თუმცა მასში არის დახარჯული დიდი თანხები.
“თი-ვი ემ-არ საქართველო” “ნილსენის” სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვების ლიცენზირებული წარმომადგენელია საქართველოში და 350-ზე მეტი “ფიფლმეტრის” საშუალებით ტელევიზიების რეიტინგებს ზომავს. კომპანიის კლიენტები – საქართველოში მოქმედი 11 ტელევიზია და 18 სარეკლამო სააგენტოა.
ტელეკომპანიების რეიტინგის დამთვლელი ორგანიზაცია “თი-ვი ემ-არ საქართველო” შემოსავლების სამსახურმა 800 ლარით დააჯარიმა.
“ექსპრესნიუსი” ეცდება კომენტარი ტელეკომპანია GDS ხელმძღვანელებისგანაც მოიპოვოს.
წყარო epn.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT