Express News

სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსლან შამახია დარბაზიდან განთავისუფლდა



სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსლან შამახია დარბაზიდან განთავისუფლდა. 11 ბრალდებული კი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
რაც შეეხება ბრალდებულ ირაკლი ახალაიას, მას მოსამართლის გადაწყვეტილებით, 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ბრალდებულ პაატა ქირიას – 6 წლით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს კობა თოდუას – 9 წლით, გიორგი ბულიას – 6 წლით და თემურ უბირიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
აღნიშნული პირები რამდენიმე ბრალდებაში ნაწილობრივ უდანაშაულოდ ცნეს და მოსამართლის განაჩენი სწორედ ბრალდების იმ მუხლებიდან გამომდინარეობს, რომელშიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი დამნაშავეები არიან.
ამავე საქმეში 2 ბრალდებულს, მარლენ ხვიტიას და გოჩა შონიას როგორც ცნობილია, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
შეგახსენებთ, რომ სამეგრელოში აღმოჩენილ ფირებზე აღბეჭდილი იყო ადამიანების წამებისა და სექსუალური ხასიათის დანაშაულები.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT