Express News

"გოლოდომორი" - საბჭოთა რუსეთის უსასტიკესი ტერორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ



ზოგი გოლოდომორს იტყვის ხოლმე, დანარჩენები ჰოლოდომორს ამბობენ, ასევე შეხვდებით ხოხლომორს, ხოხლოკოსტს, ხოხლოციდს, უკროდიეტას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მთავარი კი ერთია - ეს იყო საბჭოთა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დანაშაული, რომელიც 1932-1933 წლებში წითელმა იმპერიამ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის, არამედ მთელი კაცობრიობის წინაშე ჩაიდინა.
როგორი იქნება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის მორიგი ფურცელი, ზუსტად ჯერ რამის თქმა ძალიან რთულია, თუმცა იმედი მაინც უნდა ვიქონიოთ, რომ ცივილიზებული სამყარო (უმეტესად შეშფოთებული, ან ჰა და ჰა - უკიდურესად შეშფოთებული) რუსეთს უკრაინელი ხალხის მორიგი გენოციდის უფლებას და საშუალებას არ მისცემს.
ახლა კი უბრალოდ იმისთვის, რომ შეგახსენოთ ჰოლოდომორის (თუ გირჩევნიათ, გოლოდომორის) შემზარავ ფოტოებს წარმოგიდგენთ და აქვე იმასაც დავამატებთ, რომ საერთო ჯამში, საშინელებას, რომელსაც შიმშილით სიკვდილი ეწოდება, დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი შეეწირა, თუმცა სხვა მონაცემებით, მსხვერპლთა რაოდენობა 10 მილიონს აჭარბებს...

წყარო alia.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT