Express News

დიმიტრი ლორთქიფანიძე: თუ ირაკლი ღარიბაშვილი გააგრძელებს ამ პრინციპით მოქმედებას, მის მიმართ მხარდაჭერა გაიზრდება!



უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგანცხადებას გამოეხმაურა, რომელიც პრემიერმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

„მაღალი შეფასება მინდა მივცე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც მან ღიად გამოხატა მზადყოფნა, გაუძლოს ნებისმიერ წინააღმდეგობას, როდესაც საუბარია პოლიტიკური ხასიათის სპეკულაციებზე სააკაშვილთან დაკავშირებით და სამართლებრივი შეფასების საკითხში გამოხატოს მტკიცე ნება იმისა, რომ ყველა ის გახმაურებული საქმე, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს, იყოს ბოლომდე მიყვანილი. ეს გულისხმობს განუხრელად შესრულებას იმ სამართლებრივი პრინციპებისა, რომელიც გათვალისწინებულია ჩვენი კონსტიტუციით. მინდა დავარწმუნო ბატონი ღარიბაშვილი, რომ თუკი ის გააგრძელებს ამ პრინციპით მოქმედებას, საზოგადოების მხარდაჭერა პირდაპირპროპორციული იქნება მისი პრინციპული დამოკიდებულებისა საკითხების მიმართ", -განაცხადა „რეპორტიორის" პრესკლუბში დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT