"დღის შოუს" წამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ ფეხი მოიტეხა. შემთხვევა "ტელე იმედში" მოხდა. ნანიკო Facebook-ის გვერდზე მომხდარს აღწერს და მოტეხილობას პროდიუსერ ნოე სულაბერიძის არაპუნქტუალურობას აბრალებს:
"ნოეს არაპუნქტუალურობის გამო გავიბზარე ტერფის ძვალი... მე-4 სტუდიაში იმდენჯერ მოვირბინე შენს ჩასართავად, თან სულ 3 წუთი მქონდა დრო, შენ კი ამ დროს გეკიდა..... წავიქეცი და მოვიტეხე ფეხი...მოვითხოვ კომპენსაციას...", - მიმართავს ნანიკო ხაზარაძე ნოე სულაბერიძეს.
გამოქვეყნებულ ფოტოს ბევრი ცნობილი ადამიანის თანაგრძნობის გამომხატველი კომენტარი მოჰყვა, თუმცა მათ ნანიკო შემდეგი სიტყვებით ამშვიდებს: - "ქორწილამდე გამივლის :)"
წყარო ambebi.ge