სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილი თანამდებობას ტოვებს, - აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსის" იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყების პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ სხილაძემ განაცხადა, ლევან სამადაშვილმა პოსტის დატოვების გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით, იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით მიიღო.
მისივე თქმით, სამადაშვილი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ბოლო სამუშაო შეხვედრებს პარასკევს, 21 მარტს გამართავს. საკითხების გადაბარების პროცესი გასული კვირის ოთხშაბათიდან, მის შემცვლელთან უკვე მიმდინარეობს.
ლევან სამადაშვილის შემცვლელის წარდგენა, მის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ მოხდება.