Express News

ბათუმის ბულვარში საზოგადოებრივი ობიექტის მშენებლობა გააპროტესტეს



ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა  გააპროტესტეს. მათი განმარტებით, სამუშაოები სამშენებლო ნორმების დარღვევით მიმდინარეობს. მშენებარე ობიექტთან არ არის განთავსებული შესაბამისი საინფორმაციო დაფა. ასევე დაზიანდა მწვანე საფარი და მრავალწლიანი მცენარეების ფესვები .
ტერიტორია, სადაც გასართობი ობიექტის მშენებლობა იგეგება, ბიზნესმენმა ალიკა ინწკირცელმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან იჯარით აიღო. როგორც ის აცხადებს, მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წერიგში აქვს და სამუშაოებს ყველა ნორმის დაცვით აწარმოებს. პროექტის ღირებულება კი 700 000 დოლარს შეადგენს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნული ტერიტორია აუქციონის წესით 20-წლიანი იჯარით გასცა. პროექტის თანახმად, ობიექტის ექპლუატაციაში მიმდინარე წლის 1 ივლისამდე უნდა შევიდეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის განცახდებით, აუქციონში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლო.
ტერიტორია სადაც მშენებლობა მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შედის. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა ხელმძღვანელი ბიძინა აფხაზავა სატელეფონო საუბრაში აცხადებს, რომ ნებართვა კანონის ფარგლებში გაიცა. აჭარის გარემოს ზედამხედველობის დაცვის ინსპექციაში კი განმარტავენ, რომ აღნიშნულ ფაქტს სპეციალისტები შეისწავლიან.   

წყარო http://tv25.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT