„ახალგაზდრული ცენტრის“ დამფუძნებელი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისმიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას სამართლიანობის ზეიმად აფასებს და აღნიშნავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი ოდიოზური ფიგურების „გაპრავება“ არ გამოუვა.
„თემურ ალასანია წლების განმავლობაში „კგბ“-ს აგენტი იყო და ახლა აცხადებს, რომ აღარ აქვს კავშირი. გადამდგარი ოფიცრების მე არ მწამს. ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი იყო „კგბ“-ს ჯარში და დღემდე ვამტკიცებ, რომ მიხეილ სააკაშვილი უფრო მაგარი ძმაკაცია ვლადიმერ პუტინის, ვიდრე მე ჩემი კლასელის“, - აღნიშნავს „რეპორტიორთან“ საუბარში ზურაბ ქადაგიძე.
„თემურ ალასანია რიგ საკითხებს კულისებიდან მართავდა და წყვეტდა. ბევრმა ადამიანმა გააკეთა უკვე განცხადება, რომ იგი ნარკოტიკებთან, იარაღთან, რუსულ ფულთან იყო და არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, მინდა ვუთხრა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ასეთი ოდიოზური ფიგურების „გაპრავება“ არ გაუვა. ისე წარმოაჩენენ, რომ თითქოს თემურ ალასანია პოლიტიკური დევნილია და იმდენსაც ბედავს, რომ განცხადებების გამო პრემიერ-მინისტრს უჩივის. თემურ ალასანია ყოველთვის ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობდა. რიგი ჟურნალისტებისგან დაისვა კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ალასანია „გაეროს“ განიარაღების კომისიის ყოფილი წარმომადგენელია. „გაერო“ აქ არაფერ შუაშია, ალასანია ყოველთვის ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდა და საქართველოშიც სულ თავისუფლად შეეძლო საკუთარი უკანონო ინტერესებით ემოქმედა. არავინ თქვას, რომ მას ამის გავლენა არ ჰქონდა, ან მიხეილ სააკაშვილი მის გარეშე რამეს წყვეტდა“, - განაცხადა ქადაგიძემ და პროკურატურას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.
„მივმართავთ პროკურატურას, რომ ყველა ამ საქმის დეტალური გამოძიება დაიწყოს. დროა უკვე ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. მკვლელს - მკვლელი ეწოდოს, ქურდს - ქურდი, ყაჩაღს - ყაჩაღი და ა.შ. სანამ არ დალადგება სიტუაცია და ქართველი საზოგადოება ყველას თავის სახელს არ მიუჩენს, ქვეყანაში მშვიდობა არ დამყარდება. ჩვენ კი პირველ რიგში სამართალს მოვითხოვთ“, -აღნიშნა „ახალგაზრდული ცენტრის“ დამფუძნებელმა.
წყარო http://reportiori.ge