ეს გიგოა. 9 წლის. თქვენ წარმოიდგინეთ, ის არ არსებობს! ყოველ შემთხვევაში, მისი არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ მოეპოვება. სკოლაში ვერ დადის, ვერც წერს, ვერც კითხულობს. ფეხზე დაფლეთილი ,,ნიუ ბალანსები” აცვია. გიგოს ორი ოცნება აქვს: დაბადების მოწმობა და ბურთი…
ისიც სოციალურად დაუცველია. ისიც კაზრეთში ცხოვრობს, ყოფილ სანატორიუმში.
კარინა სოლომონიანი. გიგოს და. დაბადების მოწმობა არც მას აქვს. მიუხედავად იმისა, რომ 13 წლისაა, არც სკოლაში უვლია და არც წერა-კითხვა იცის. დეიდასთან, ბიძასთან, დეიდაშვილთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს ერთადერთ, ორსაწოლიან ოთახში.