Express News

ალექსანდრე ჭიკაიძე დისტანციური დაკითხვის მეთოდში “კარგად გათვითცნობიერებული არ არის”



შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე დისტანციური დაკითხვის მეთოდში კარგად გათვითცნობიერებული არ არის.

ამის შესახებ ჭიკაიძემ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ექს-პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის მიერ დისტანციურ დაკითხვაზე უარის თქმის კომენტირებისას განაცხადა.

„ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. გარკვეული წლების წინ საზოგადოებას გაჩენილი ჰქონდა აზრი, რომ პრეზიდენტს თავი კანონზე წინ ეყენა და ამ შემთხვევამ დაადასტურა, რომ ის კანონზე უზენაესად თვლის საკუთარ თავს“, - განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რას ფიქრობს ის დაკითხვის დისტანციურ მეთოდზე, ჭიკაიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხში კარგად არ არის გათვითცნობიერებული.

„ამ საკითხში კარგად არ ვარ გათვითცნობიერებული, მაგრამ თუ ამასთან დაკავშირებით საზოგადოების მაღალი ინტერესი არსებობს, პროკურატურამ სააკაშვილისგან ჩვენება ნებისმიერი საშუალებით უნდა მიიღოს“, - აღნიშნა მინისტრმა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა აისახოს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, შს მინისტრი აცხადებს, რომ ნებისმიერი კანონმორჩილი მოქალაქე კანონს უნდა ემორჩილებოდეს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT