Express News

ზუგდიდში აქციას – “არა ნატოს” დაპირისპირება მოყვა (ვიდეო)

“ევრაზიული კავშირის” წევრებმა დღეს ზუგდიდში “ნატო”-ს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ზვიად გამსახურდიას ძეგლთან პლაკატები გაშალეს “არა ნატოს”. აქციის მიმდინარეობისას “ევრაზიული კავშირის” წევრებთან “თავისუფალი ზონის” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრები მივიდნენ და პლაკატები წაართვეს.
აღნიშნულ ინციდენტს “ევრაზიული კავშირის” წევრებსა და “თავისუფალი ზონის” აქტივისტებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო ადგილობრივი პოლიციისა და საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები.
პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ხუთი პირი დააკავა. დაკავებულები ძირითადად “თავისუფალი ზონის” წევრები არიან, რომლებიც პოლიციას არ დაემორჩილნენ და აქციის წევრებთან დაპირისპირებას განაგრძობდნენ. “თავისუფალი ზონის” წევრები ჯერ საპატრულო პოლიციაში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში.
“ევრაზიული კავშირის” წევრები აცხადებენ, რომ ეს იყო “თავისუფალი ზონის” მიერ წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია. მათი განცხადებით, დღეს ისინი გამოვიდნენ, რომ გაეპროტესტებინათ და გამოეთქვათ საკუთარი პოზიცია “ნატოს” შესახებ.



smoge.org

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT