პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ყველა იმ მედიასაშუალებისთვის ჩივილს აპირებს, რომლებმაც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დიჯეი დაჩი დარჩაის მკვლელობის დროს მისი შვილი, რატი მილორავა, sky ბარში იმყოფებოდა.
როგორც დეპუტატმა სააგენტო „პირველის“ პრესკლუბში განაცხადა, მისი შვილი დარჩიას მკვლელობის დროს აჭარაში, სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ იმყოფებოდა და ამის გადამოწმება შესაძლებელია.
liberali.ge