მესტიაში მომხდარ ფაქტს გენერალური ინსპექცია სწავლობს
მესტიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „პირველ რადიოს“ შსს-ს პრესსამსახურმა აცნობა.
„მესტიაში მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. ფატთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი მოკვლევა გუშინვე დაიწყო. ღამით მოხდა ინციდენტში მონაწილე ყველა პირის გამოკითხვა“,-აცხადებენ პრესსამსახურში
შეგახსენებთ, რომ გუშინ ორმა პოლიციელმა მესტიის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე მათ ცემაში დაადანაშაულა. თუმცა მოგვიანებით პოლიციელებმა მომხდარი უარყვეს და თქვეს, რომ არაფერი მომხდარა.