Express News

სკანდალი-სააკაშვილის საიდუმლო შეხვედრები რუსეთის უშიშროებაში



ვანო პავლიაშვილი,"ქართული სიტყვა"

2014-08-03 08:17:41

აიასესაქართველოს პრეზიდენტყოფილი სისხლისსამართლის პასუხისგებაშია მიცემული.ოფიციალური ინფორმაციითმიხეილ სააკაშვილსბრალი ჯერჯერობით 2007 წლის 7 ნოემბერსმომიტინგეთა მასობრივად დარბევის,ტელეკომპანია “იმედში” შეჭრისა და არკადიპატარკაციშვილის კუთვნილი ქონებისდანაშაულებრივად მითვისების გამო აქვსწარდგენილირაც 8 წლამდე თავისუფლებისაღკვეთას ითვალისწინებსთუმცა უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკიუსაფრთხოებისექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას არ გამორიცხავს,რომ ბრალდება დამძიმდეს დასაბოლოო ჯამშისაქმე იარაღით უკანონო ვაჭრობამდემივიდესამასთანქართველი სპეცსამსახურელი აქცენტს საერთაშორისო სამართალზეცაკეთებს და აცხადებსრომ სააკაშვილი შესაძლოაჰააგის ტრიბუნალმა გაასამართლოს.ფორჩხიძის ამ ვერსიას რადენიმე დღის წინთბილისში უცხოელ ექსპერტ-პროკურორებისისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორისმოშე ლადორისაშშ-ის იუსტიციისდეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილიდირექტორისპოლ კაფისა და ჰააგის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის ყოფილიმოადგილისჯეფრი ნაისის ჩამოსვლაც ამყარებსაღსანიშნავიარომ ჯეფრი ნაისმათავის დროზე იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტი მილოშევიჩი გაასამართლა... ამასთან,კონსტანტინე ფორჩხიძე კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს დაფაქტებზედაყრდნობითირწმუნებარომ “ვარდების რევოლუცია” ამერიკული კი არარუსულიპროექტი იყორომელიც შესაძლოალევან ვასაძისა და მისი რუსი მფარველის,კორპორაცია “სისტემის” დამფუძნებლისევგენი ევტუშენკოვის ფულით ფინანსდებოდა. “ვარდების რევოლუციის” ჩრდილოეთურ ფესვებზე აწ განსვენებული ეროსიკიწმარიშვილის მემუარებშიცაა საუბარი.



ამონარიდი ეროსი კიწმარიშვილის მემუარებიდან

“დღეს უაპელაციო საზოგადოებრივი აზრია, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მხარდაჭერითა და მონაწილეობით დაიგეგმა და ეს რევოლუცია კავკასიის რეგიონში რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ განახორციელეს ამერიკელებმა... რევოლუციის „მთავარი გმირი“ სააკაშვილი, 2003 წლის 24 ნოემბერს, რევოლუციიდან მეორე დღეს, „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოსვლისას აცხადებს, რომ მადლობელია იგორ ივანოვის (იმ დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი) და, ზოგადად, რუსეთის, ოპოზიციასა და შევარდნაძეს შორის დაპირისპირების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის. ის აღნიშნავს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საპროტესტო მიტინგზე მისვლით, პრაქტიკულად, მხარი დაუჭირა შევარდნაძის მოწინააღმდეგეებს, იყო ოპოზიციის უსაფრთხოების გარანტი, მხარეების მოლაპარაკების დროს. სააკაშვილმა განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ საქართველოში მომხდარ რევოლუციაში რუსეთმა უფრო მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ვიდრე - აშშ-მ”.



მაშასერა მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციამდე რამდენიმედღით ადრე თბილისში “ეფ-ეს-ბე”- გავლენიანი მაღალჩინოსანირა უთხრა ზურაბწერეთლის სახლში გამართულ წვეულებაზე როგოზინმავინ შეარქვა “მუტანტი” დარისთვის გადაუხადა ვლადიმერ პუტინს მადლობა აწ უკვე ბრალდებულმა მიხეილსააკაშვილმა? - ქართველი სპეცსამსახურელი კონსტანტინე ფორჩხიძე 2004 წლის 10-12თებერვალსმოსკოვშიპრეზიდენტყოფილის ვიზიტის საიდუმლო პროტოკოლისდეტალებს ასაჯაროებსსხვათა შორისსააკაშვილირომელსაც მოსკოვში ბიძათემურალასანიაც ახლდა, “გრანდ ოტელში” ცხოვრობდა დაროგორც ფორჩხიძე ამბობს,რუსეთის მთავრობის წევრებს 30-30 წუთის განმავლობაში ტეტ-ატეტ ესაუბრებოდა.



ბატონო კოტემიხეილ სააკაშვილის მოსკოვური ვიზიტი დაგეგმილი იყო თუსპონტანური?

- არა, დაგეგმილი იყო.

როდის დაიგეგმა, “ვარდების რევოლუციის” მერე?

- დიახ... სხვათა შორის, ამ ვიზიტისა და მისი მომზადების შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია, მაქვს.

ვიზიტი ვინ მოამზადა?

- საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა, გელა ბეჟუაშვილმა და რუსეთში საქართველოს იმდროინდელმა ელჩმა კოტე კემულარიამ.

სიტყვამ მოიტანა და, “ვარდების რევოლუციის” დღეებშიკოტე კემულარია მოსკოვსგაემგზავრაუცნობიაიქ ვის შეხვდასამაგიეროდცნობილიარომ თბილისში რუსეთისმაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი ჩამოვიდა და რევოლუციონერებსშეხვდა...

- სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის, პირველი მოსკოვური ვიზიტის პროტოკოლი ძალიან საინტერესოა. მაშინ სააკაშვილი ისეთ ადამიანებს შეხვდა და შეხვედრები ისეთ ორგანიზაციებში გამართა, რომლებსაც ბოლო 9-10 წლის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკასა თუ ეკონომიკაზე დიდი გავლენა ჰქონდათ.

ეს შეხვედრები საიდუმლო იყო?

- ყოველ შემთხვევაში, პროტოკოლის დეტალები, თუ ვის ხვდებოდა სააკაშვილი, არ გავრცელებულა და ოფიციალურად მხოლოდ ის ითქვა, რომ პუტინს შეხვდა. ეს შეხვედრა, დაახლოებით, სამსაათნახევარი გაგრძელდა. აქედან, ზუსტად ერთი საათის განმავლობაში, სააკაშვილი და პუტინი ერთი-ერთზე საუბრობდნენ.

მოდით, პროტოკოლს გავყვეთ:

2004 წლის 10 თებერვალს, სააკაშვილი მოსკოვში, დემოდოდოვოს აეროპორტში ჩაფრინდა და პირველი შეხვედრა “გიმო”-ში, ანუ საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში გამართა, რომელიც რუსული სპეცსამსახურის, კერძოდ, დაზვერვის თანამშრომლების მომზადების ძირითადი ბაზაა.

- “გიმო”-ში კონკრეტულად ვის შეხვდა?

- ორსაათიანი ლექცია წაიკითხა, რის შემდეგაც, ე.წ. ჩინურ ქალაქში, ილინკას ქუჩაზე გაემგზავრა და პრიმაკოვს შეხვდა. სხვათა შორის, იმხანად პრიმაკოვი ედუარდ შევარდნაძესთან დაპირისპირებული იყო და “ეს-ვე-ერ”-ს - რუსეთის საგარეო დაზვერვას ხელმძღვანელობდა. სააკაშვილისა და პრიმაკოვის საუბარი საათნახევარი გაგრძელდა. “რაო-ეესის” ცენტრალურ ოფისში კი, სააკაშვილი ჩუბაისს შეხვდა, რომელსაც, ასევე, საათნახევარს ესაუბრა. “ეხო მოსკვის” პირდაპირ ეთერში საათიანი გამოსვლის შემდეგ, სააკაშვილი ვლადიმერ ევტუშენკოვთან გაემგზავრა.

ეს ის ევტუშენკოვიაწინა ინტერვიუებში რომ საუბრობდით?

- დიახ, თუმცა მკითხველს მაინც შევახსენებ: ევტუშენკოვი აქციონერთა ფინანსური კორპორაცია “სისტემის” დამფუძნებელია, “სისტემის” პირველი ვიცე-პრეზიდენტი კი, ლევან ვასაძე იყო. ევტუშენკოვისა და სააკაშვილის შეხვედრას ვასაძეც ესწრებოდა.

ექსპრეზიდენტის მოსკოვური ვიზიტის შეხვედრები ამით ამოიწურა?

- არა. სააკაშვილი ზურაბ წერეთელსაც ესტუმრა და ამ, ასე ვთქვათ, წვეულებაზე სლავა ზაიცევი, ბელა ახმადულინა, ვინმე შახნაზაროვი, ნატალია დუროვა, ჟორეს ალფიონოვი, ცნობილი, ოდიოზური დიმიტრი როგოზინი, ასევე, მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები და რუსეთის ე.წ. კრიმინალური სამყაროს ქართველი წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

ამ “ავტორიტეტების” ვინაობა თქვენთვის ცნობილია?

- სახელები და გვარები არ ვიცი, მაგრამ ჩემი ინფომაციით, “დედ ჰასანის” ჯგუფის “ტიპები” იყვნენ.

ეს არაოფიციალური შეხვედრები იყო?

- დიახ.

აბაპროტოკოლში მითითებული რატომაა?

- მაგალითად, პრიმაკოვსა და ჩუბაისთან შეხვედრებზე პროტოკოლში არაფერია ნათქვამი. პროტოკოლით გათვალისწინებული იყო ლექციის წაკითხვა “გიმო”-ში და “ეხო მოსკვის” ერთსაათიანი პირდაპირი ეთერი. სხვათა შორის, პროტოკოლში არც ზურაბ წერეთელთან სტუმრობაა მითითებული. სუფრაზე, რომელიც წერეთლის ოფისში გაიშალა, სააკაშვილი და როგოზინი ერთმანეთის გვერდი-გვერდ ისხდნენ. სიტყვა-სიტყვით გეუბნებით, რაც როგოზინმა მიშას უთხრა: “ჩვენს შორის უთანხმოება დასრულდა და ამის შემდეგ ძალიან კარგი, თბილი ურთიერთობა გვექნება!” როგოზინის ამ განცხადებაზე სააკაშვილს ცუდი რეაქცია არ ჰქონია. ცოტა ხანში, ის მოულოდნელად წამოხტა, სუფრა მიატოვა და “იტარ-ტასის” პრეს-კლუბში გაიქცა. სააკაშვილის მოულოდნელი წამოხტომით, სტუმრებმა უკმაყოფილება გამოხატეს.

ეს სამდღიანი ვიზიტი იყო - მოსკოვში 10-ში ჩაფრინდა და 12-ში უკან გამოფრინდა. 11 თებერვალს, “გრანდ მარიოტში” რუს ბიზნესმენებს, კერძოდ, “?????????????????? როსიასა” და “პრამიშლენაია როსიას” ხელმძღვანელებს შეხვდა. ამ საათნახევრიან შეხვედრას გენერალოვიც ესწრებოდა. ეს ის გენერალოვია, რომელმაც მოგვიანებით, საქართველოში “კვარციტი” და სხვა ეკონომიკური თუ ენერგოობიექტები შეიძინა, ანუ საქართველოში რუსული ფულის შემოსვლას საფუძველი სწორედ ამ შეხვედრებზე ჩაეყარა. სხვათა შორის, ყველა ამ შეხვედრას თემურ ალასანიაც ესწრებოდა და ეს გასაკვირიც არაა, რადგან მაგალითად, გენერალოვი სწორედ სააკაშვილის ბიძის ძველი ნაცნობია. სააკაშვილი საქართველოში - ჭიათურასა და ზესტაფონში ინვესტიციების განხორციელებაზე რუსეთის პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველს, ტიტოვსაც ელაპარაკა. რუსული ფული სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში, ნავთობისა და გაზის სექტორშიც უნდა ჩადებულიყო. სააკაშვილი რუსებს დაჰპირდა, რომ ისეთ საკანონმდებლო ბაზას შექმნიდა, რომელიც რუსულ ინვესტიციებს, საგადასახადო კუთხით, პრობლემებს არ შეუქმნიდა და თავისუფალი ოპერირების უფლება ექნებოდა. სხვათა შორის, გენერალოვი სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციასაც დაესწრო...

ამ ვიზიტის დროსვე, სააკაშვილი მოსკოვის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც წარმოშობით ქართველი მამა მაქსიმე მოღვაწეობს, აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, დევნილებმა ყოფილ პრეზიდენტს “მუტანტი” შეარქვეს. თავის დროზე ეს ტერმინი სალომე ზურაბიშვილმაც გამოიყენა.

- “მუტანტი” რატომ შეარქვეს?

- ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ჩანს, მიშამ რაღაც ისეთი ჩაიდინა... ამ შეხვედრაზე სააკაშვილი ლტოლვილებს აფხაზეთში დაბრუნებას დაჰპირდა, თუმცა როგორც დააბრუნა, ვნახეთ.

ყველაფერ ამის შემდეგ, სააკაშვილი კრემლში მივიდა, პუტინს შეხვდა და “ვარდების რევოლუციაში” დახმარებისთვის, დიდი მადლობა გადაუხადა. ასევე, მადლობა გადაუხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ პროცესებში ჩაერია და სისხლი არ დაიღვარა.

მაქვს ინფორმაცია, რომ 2004 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი-სამი დღით ადრე, თბილისში “ეფ-ეს-ბე”-ს მაღალჩინოსანი, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, პატრუშევის ერთ-ერთი მოადგილე იმყოფებოდა და სააკაშვილთან ორ-სამ საათიანი შეხვედრა გამართა.

ეს შეხვედრა სად გაიმართა?

- ჩემი ინფორმაციით, ცეკა-ს ყოფილ შენობაში...

რუსეთში ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილი მთავრობის ხელმძღვანელს, კასიანოვსაც შეხვდა.

ბატონო კონსტანტინეეს ინფორმაციები ვინ მოგაწოდათ?

- საელჩოს ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა.

ჩვენთვის რომ ვთქვათზემოხსენებულ ცნობებში საგანგაშო რა არის?

- ყველაფერ ამით დასტურდება, რომ ის, რასაც ეროსი კიწმარიშვილი თავის მემუარებში წერს, აბსოლუტური სიმართლეა, ანუ “ვარდების რევოლუცია”, როგორც გვეგონა, ამერიკული კი არა, წმინდა რუსული სახელმწიფო გადატრიალება იყო, რომლითაც პუტინმა საქართველოს ხელისუფლებაში ის ძალა მოიყვანა, რომელიც ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რაც წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამდა. ყველაფერ ამას კი, ჩვენი სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემა და, რაც მთავარია, აგვისტოს ომი მოჰყვა.

კოტე ბატონოადრეც გკითხეთ და ახლაც გეკითხებითთუკი “ვარდების რევოლუციარუსული პროექტი იყოსააკაშვილი რუს ჯაშუშებს რატომღა ებრძოდაან ვლადიმერვლადიმერის ძეს “ლილიპუტინს” რატომ ეძახდა?

- ეს სპეციალურად კეთდებოდა, რომ ყველაფერი სამხედრო კონფრომტაციამდე მისულიყო, რაც რუსეთს აწყობდა. ვანო, ადრეც გკითხეთ, გახსოვთ, 2008 წლის აგვისტოს ომამდე რუსეთი რა იყო და ომის შემდეგ რა გახდა?

ჩემს მეხსიერებაზე მნიშვნელოვანიალბათთქვენიროგორც უსაფრთხოებისექსპერტისა და ყოფილი სპეცსამსახურელის შეფასებაა...

- აგვისტოს ომმა, პრაქტიკულად, გეოპოლიტიკა, სახელმწიფოებრივი წესრიგი შეცვალა და მსოფლიოს ახალი გადანაწილება დაიწყო, ანუ რუსეთმა თავისი აგრესიული პოლიტიკა გამოაჩინა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის აღდგენას  ცდილობს.

ყველაფერი გასაგებიამაგრამ თუკი სააკაშვილი რუსული დავალებებისშემსრულებელიაკრემლმა მისი თამაშიდან გაყვანა რატომ დაუშვა?

- კრემლს მიშა თამაშიდან არ გაუყვანია. სხვათა შორის, მოსკოვი ყოფილ პრეზიდენტს მხარს 2007 წლის 7 ნოემბრის მერე, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებშიც უჭერდა.

ეს მხარდაჭერა რაში გამოიხატებოდა?

- ამ პერიოდში “ნაცმოძრაობის” წევრები ძალიან ხშირად ვაშინგტონში კი არა, მოსკოვში დადიოდნენ.

მაინცრომელი წევრები?

- მაგალითად, მიხეილ მაჭავარიანი. ისიც გავიხსენოთ, “ვარდების რევოლუციის” წინ, რუსეთში ვინ დადიოდა. ამოიღონ 2003 წლის პირველი ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე ინფორმაცია, თუ ვინ დაფრინავდა მოსკოვში.

ვინ დაფრინავდა?

- როგორც ვიცი, გიგი უგულავა და გიგი თარგამაძე. ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ ამ პერიოდში მოსკოვს ხშირად რამდენიმე ძალოვანი მაღალჩინოსანიც სტუმრობდა. მათი ვინაობა ვიცი, მაგრამ ჯერ არ დავასახელებ, თუმცა იმას კი ვიტყვი, რომ დღესაც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ.

ბატონო კოტეისრომ ბაჩო ახალაიას სიმამრის სახლშიროგორც ახლა ირკვევათურმე,რუსი დიპლომატი ცხოვრობდაყველაფერ ზემოთქმულთან კავშირშია?

- რა თქმა უნდა. როცა შენს ოპონენტებს რუსეთის აგენტებს ეძახი და ამ დროს, შენი თავდაცვის მინისტრის სიმამრის კერძო საკუთრებაში ოფიციალური რუსეთის წარმომადგენელი ცხოვრობს, ეს რას ნიშნავს? აღსანიშნავია, რომ საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს და ეს ადამიანი ოფიციალური კრემლის ერთადერთი წარმომადგენელია, რომელსაც რუსეთის სადაზვერვო უწყებასთან, პირდაპირი თუ ირიბი, შეხება ექნება.

ახალაიას სიდედრმა განაცხადაწინააღმდეგი ვიყავირუსი დიპლომატი შინშემომეშვამაგრამ უშიშროებამ დამარწმუნარომ ეს აუცილებელი იყოორატომააგამორიცხულირომ რუსი დიპლომატისგან ინფორმაციას ქართული მხარე იღებდა?

- რას ლაპარაკობთ?! ვანო მერაბიშვილის დროს ისეთი მაგარი სპეცსამსახური გვყავდა, რომ რუსებისგან ინფორმაციას იღებდა?! თუ ასე იყო, მაშინ რუს დიპლომატს დაიჭერდნენ და ციმბირს იქით რომ ქვეყანაა, იქ გადაასახლებდნენ.

მოკლედ, “ნაციონალები” ძალიან შეშინებულები არიან.

რამ შეაშინათ?

- რამ და, - იმ საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც უცხოელი პროკურორებითაა დაკომპლექტებული. არავის ეგონოს, რომ ეს ადამიანები მხოლოდ ექსპერტები არიან. მათ იმ თემებთან დაკავშირებით, რაზეც რამდენიმე თვეა, “ქართულ სიტყვაში” ვწერთ, ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ.

იარაღით უკანონო ვაჭრობას გულისხმობთ?

- დიახ, რომელშიც არსებული მასალებით, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი იერარქებიც იყვნენ ჩართულნი. ჩემი ინფორმაციით, ევროპელი პროკურორები საქართველოში სწორედ ამ საკითხის შესასწავლად ჩამოვიდნენ და არ მგონია, რომ მათი ჩამოყვანა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ორწლიანი მუშაობის შედეგია. როგორც ვიცი, ეს უფრო დასავლეთის იმ ქვეყნების გადაწყვეტილებაა, რომელთათვისაც იარაღით უკანონო ვაჭრობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, ყველაფერ ამას ჰააგის ტრიბუნალის სუნი ასდის.

რას გულისხმობთ?

- ხომ ნახეთ, ნარკოტიკებთან დაკავშირებით რამხელა აჟიოტაჟია ატეხილი, რაზეც გაერო-ს რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ცნობაშიცაა ლაპარაკი, ანუ გაერო, პრაქტიკულად, ადასტურებს, რომ საქართველო ნარკო და იარაღის ტრანზიტი იყო.

ესე იგიარ გამორიცხავთრომ იარაღის უკანონო ბიზნესის საერთაშორისო გამოძიებადაიწყოს?

- დიახ, დარწმუნებული ვარ, თორემ უცხოელი პროკურორები საქართველოში იმის გამო არ ჩამოვიდოდნენ, რომ სააკაშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

სხვათა შორის, “ნაციონალები” თავიდანვე ეჭვობდნენრომ ამ ექსპერტების ჩამოსვლასააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის აღძვრის მოასწავებედაპრინციპშიასეცმოხდა - ექსპრეზიდენტს მთავარმა პროკურატურამ ბრალი წაუყენაამასთან, “ნაცმოძრაობის” კულუარებში ამბობენრომ ეს ექსპერტები წონადაკარგული უსაქმურებიარიანრომელთაც ივანიშვილმა ფული გადაუხადა...

- “ნაცები” ყველაფერს იტყვიან, რადგან მათ კარგად იციან, რომ ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, ჰააგამდე მივა. სახეზე მხოლოდ საქართველოს კი არა, მსოფლიოს წინაშე ჩადენილი დანაშაულია, რადგან იარაღით ვაჭრობა და თუნდაც ტრანზიტი, საერთაშორისო სამართლით, დანაშაულია. ეს იარაღის საერთაშორისო სინდიკანტთან ბრძოლის ერთ-ერთი ნაბიჯია... სხვათა შორის, თავის დროზე სააკაშვილმა აშშ-ის ელჩთან, ჯონ ტეფტთან პირად საუბარში შეშფოთება გამოთქვა, ისტორიამ, შეიძლება, გამასამართლოსო. ამ საუბრის დამადასტურებელი მასალაც მაქვს - ტეფტის წერილი, რომელიც თეთრ სახლშია გაგზავნილი.

მაშასადამესააკაშვილი ხვდებოდარომ დანაშაულს ჩადიოდა?

- როგორ გგონიათ, არ ეცოდინებოდა, რომ ჩრდილოვან ბიზნესში ჩართვა დანაშაულია?

თუ გრძნობდადანაშაულისგან გამიჯვნას რატომ არ ცდილობდა?

- ალბათ, ვალდებულებები ჰქონდა.

ვისან რის წინაშე?

- რუსეთის. ვიმეორებ: იარაღის სინდიკატში რუსეთთან ერთად, საქართველოც დიდ როლს ასრულებდა.

ბატონო კოტეთუკი საქმემართლაციარაღის უკანონო ბიზნესამდე მივამხოლოდსააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება თუ რუსი მაღალჩინოსნებისაც?

- ყველას პასუხისმგებლობის საკითხი დადგება! ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ გამოძიება უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, იუშჩენკოს პერსონითაც დაინტერესდეს, რომელიც ამ სქემაში ნამდვილად იყო ჩართული. ასევე, გამორიცხული არაა, რომ უკრაინის შს ყოფილი მინისტრის, ლუცენკოს პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია და რამდენიმე კვირის წინ, თბილისში ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს აკეთებდა, რითიც, პრაქტიკულად, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაერია. გამოძიება, წესით, გადამზიდავი კომპანიებითაც უნდა დაინტერესდეს. კარგად ვიცით, ისრაელში, ღაზას სექტორში როგორი დაძაბულობაცაა. “ჰამასის” მიერ, ისრაელის მისამართით, წელიწადში, 35 ათასი რაკეტაა გასროლილი. “ჰამასი” რაკეტებს არ აწარმოებს და პოსტსაბჭოთა სივრცეში ყიდულობს. გამორიცხული არაა, რომ საქართველო ამ შემთხვევაშიც, ტრანზიტი იყო.

უცხოელი პროკურორები საქართველოში მაშინ ჩამოდიანროცა ისრაელში,პრაქტიკულადომიაროცა “ბოინგ 777”-ის ჩამოგდებაში ლამის მთელი მსოფლიო რუსეთსადანაშაულებს და ანგელა მერკელიც კიკრემლისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს.გამორიცხავთრომ სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიებით მსოფლიომრუსეთი კუთხეში მიიმწყვდიოს?

- შესაძლებელია, ასეც მოხდეს...

ისეთუ გაქვთ ინფორმაციარამდენიმე კვირის წინექსპრეზიდენტი პაკისტანში რატომჩავიდა?

- ეს არ ვიცი, მაგრამ თუ “რაკინ კორპორეიშენის” საქართველოში შემოსვლასა და სააკაშვილის არაბებთან ურთიერთობას გავიხსენებთ, ისევ იარაღის უკანონო ბიზნესის სქემამდე მივალთ, ანუ “რაკინის” უკან არაბი მილიარდერი ადამ ჰაშოკი იდგა, რომელსაც ვიქტორ შეიმანთან, “უქსპეცექსპორტთან”, შაქრო კალაშოვსა და იარაღის ბიზნესის ესპანურ ფრთასთანაც აქვს ურთიერთობა. ამ კავშირების შესახებ დასავლელი სამართალდამცავებისთვის ცნობილია.

თუ არ ვცდები, “ნაციონალმა” გოგა ონიანმა განაცხადამთელი რუსული ტანკები რომჩამოიყვანოთმიშას მაინც არ დაგაჭერინებთო...

- მიშას დაჭერა-არდაჭერას ონიანს არავინ ეკითხება. საერთოდ, მიშას საქართველოში არ დაიჭერენ - ექსპერტების ჩამოსვლა იმაზე მიანიშნებს, რომ კომპლექსური გამოძიება დაიწყება. სხვათა შორის, ამ ექსპერტების ჩამოსვლა საქართველოში 3 ტონამდე თხევადი “ჰეროინის” ამოღებას მოჰყვა.

სიტყვამ მოიტანა დაიზიარებთ კულუარებში მოარულ ვერსიასრომ ეროსიკიწმარიშვილის გარდაცვალება შესაძლოა, 3-ტონამდე თხევადი “ჰეროინის” საქმესუკავშირდებოდეს?

- გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს, რომ ეროსის გადამზიდავ კომპანიებთან შეხება ჰქონდა, თუმცა ეს ვერსიაა და ამ კუთხით გამოძიებამ უნდა იმუშაოს.

ბატონო კოტეუცხოეთში სააკაშვილის აყვანის სპეცოპერაცია ვინ უნდა ჩაატაროს?

- ინტერპოლმა.

საქმეში ინტერპოლი რომ ჩაერთოსქართულმა მხარემ შესაბამისი პროცედურები უნდაგაიაროსარა?

- შესაძლოა, სააკაშვილზე ძებნა საქართველომ კი არა, საერთაშორისო ტრიბუნალმა გამოაცხადოს.

ჰააგის ტრიბუნალმა სააკაშვილზე ძებნა რომ გამოაცხადოსგამოძიების დასაწყებადმას საქართველომ უნდა მიმართოს?

- აუცილებელი არაა, ჰააგას საქართველომ მიმართოს. გამორიცხული არაა, ლიტვინენკოს საქმეზე გამოძიება ხელახლა დაიწყოს. ლიტვინენკომ, როგორც წინა ინტერვიუებში ვთქვი, შაქრო კალაშოვი “ჩაუშვა”. მოკლედ, სააკაშვილის წინააღმდეგ ჰააგის ტრიბუნალს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, შესაძლოა, დიდმა ბრიტანეთმა, ისრაელმა ან, სულაც, აშშ-მ მიმართოს.

განვიხილოთ ასეთი მოცემულობასააკაშვილი დაიჭირესგამოძიების პერიოდში,ქართულ ციხეში იქნება?

- შეიძლება, აშშ-შიც გადაიყვანონ.

ამას წინათსააკაშვილმა განაცხადააღვირი არ მაქვსოშესაბამისადგამორიცხულიარაარომ მან თავისი რუსი მფარველები ჩაუშვასამ ფონზეექსპრეზიდენტისლიკვიდაცია გამორიცხულია?

- სააკაშვილისგან ყველაფერია მოსალოდნელი და, თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება, ამერიკელებიც ჩაუშვას... არა მგონია, დღის წესრიგში მისი ლიკვიდაციის საკითხი დადგეს. მსოფლიოს, უბრალოდ, სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა არ სჭირდება და თუ სააკაშვილი შეიგნებს, რომ უკვე პოლიტიკური გვამია და გაჩერდება, ამით მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, საქართველოსაც ბევრ ცუდს აარიდებს.

“ნაცმოძრაობას” ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ “ვარდების რევოლუციაში” რუსული კვალი არ გამოჩნდეს, მაგრამ თუ გამოძიება ისე წარიმართა, როგორც საჭიროა, რუსული კვალი აუცილებლად გამოჩნდება და “ნაცმოძრაობაც” მაშინვე დამთავრდება.

ბატონო კოტეწეღან უნდა მეკითხა და დამავიწყდა, 2004 წელსმოსკოვში ვიზიტისას,მიხეილ სააკაშვილს ვინ ახლდა?

- საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი.

არაოფიციალურ შეხვედრებს მხოლოდ თემურ ალასანია ესწრებოდა?

- არა, ბეჟუაშვილიც და რუსეთში საქართველოს მაშინდელი ელჩი კოტე კემულარიაც.

სხვათა შორის, შეიძლება, ჩემი შეცდომა იყო, მაგრამ ამის შესახებ თავის დროზე ვთქვი.

რის შესახებ?

- 2003 წლის 22 ნოემბერს, როცა კარი გაუხსნეს და სააკაშვილი, ვარდით ხელში, პარლამენტში “შეჯლიგინდა”, სამსახურში ვთქვი, ეს რუსული რევოლუციაა-მეთქი და მაშინვე მიმანიშნეს, ამის გამო პრობლემები შეგექმნებაო.

ვინ მიგანიშნათ?

- ეს ადამიანი დღესაც სისტემაში მუშაობს...

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT