Express News

რაც 2007 წელს ერთმა რუსმა ოლიგარქმა ვერ შესძლო,ის 2012 წელს მოახერხა მეორე რუსმა ოლიგარქმა




"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ერეკლე კოდუას გუშინდელი ინტერვიუდან მისთვის ახალი არაფერი თქმულა. ბეჟაშვილის განცხადებით, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ 2007 წელს ერთი რუსი ოლიგარქი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას აპირებდა. მისი თქმით, პატარკაციშვილმა ეს 2007 წელს ვერ შეძლო, თუმცა რუსული ინტერესები პოლიტიკური სპექტრის მოსყიდვით მეორე ოლიგარქმა შესძლო.

"ნაყიდი ჰყავდა მაშინდელი ოპოზიციური სპექტრი და ცდილობდა თავისი პოლიტიკის და ინტერსების გატარებას ქართულ პოლიტიკაში. საბედნიეროდ, მაშინ რუსმა ოლიგარქმა ეს ვერ მოახერხა. თუმცა, 2012 წელს, მეორე რუსმა ოლიგარქმა იმავე პოლიტიკური სპექტრის მოსყიდვით და დიდი ფულით შეძლო ქართულ პოლიტიკაში შემოსვლა და რუსული პოლიტიკის გატარება მთელი ამ ორი წლის განმავლობაში", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT