"წადი ბიძია, მოშივდათ შენს ქათმებს დუშეთში... ძალიან მოენატრე შენს ყაისნაღებს, ჯობია დროზე განერიდო, რაც შენი საქმე არ არი და ისევ გიგა ბოკერიას ჩაუჯდე კალთაში და ქსოვო შენი წინდები", - მიმართავს მწერალი რეზო ამაშუკელი პრეზიდენტ მარგველაშვილს.
მისი თქმით, გულწრფელობა ალაპარაკებს, რადგან სურს ქართველებად დარჩნენ მომავალი თაობები. ამაშუკელი საკუთარ პრეზიდენტად არ მიიჩნევს გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც, მისი აზრით, ირგვლივ საეჭვო ხალხი შემოიკრიბა.