პარლამენტმა 104 ხმით ერთის წინააღმდეგ ანტიდისკრიმინაციული კანონი დაამტკიცა
"დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. ანტისდისკრიმინაციული კანონი 104 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღეს. პროექტში ცვლილებები მესამე – რედაქციული განხილვის პროცესშიც აისახა. ის ერთი დეპუტატი, ვისი წინააღმდეგობაც დაფიქსირდა, სოსო ჯაჭვლიანია, თუმცა კენჭისყრის შემდეგ მან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ მან კანონპროექტს რეალურად მხარი დაუჭირა, თუმცა და რაღაც ტექნიკური პრობლემებებას ჰქონდა ადგილი. ჯაჭვლიანის გარდა, კენჭისყრის შემდეგ, უმრავლესობის სხვა დეპუტატებმაც- ნუკრი ქანთარიამ და ივანე კიღურაძემ განაცხადეს, რომ მაღ ხმა მისცეს კანონს, მაგრამ ტექნიკურად ეს არ დაფიქსირდა, რის გამოც პარლამენტის ტავმჯდომარემ აპარატისგან მოითხოვა, მიეწოდოს კენჭისყრის შედეგები, რის შემდეგაც გაირკვევა ტექნიკური პრობლემების საკითი. კანონპროექტის საფუძველზე იკრძალება ადამიანის ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის ისეთი ნიშნებით, როგორიცაა: ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეზღუდული შესაძლებლობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, პროფესია და სხვ. კანონპროექტი კრძალავს დისკრიმინაციას როგორც საჯარო, ასევე კერძო სფეროში. დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველი განახორციელებს. ამასთან, სასულიერო პირებისა და მრევლის პროტესტის ფონზე საპარლამენტო განხილვების პროცესში პროექტის რამდენიმე მუხლი ჩასწორდა. კერძოდ, კანონპროექტში "საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დაცვის" ცნება ჩაიდო და ამ მიზნებით განხორციელებული ქმედება პირის დისკრიმინაციად არ ჩაითვლება. გარდა ამისა, ანტიდისკრიმინაციული პროექტიდან შევიწროებასთან დაკავშირებული პუნქტიც ამოიღეს. საუბარია კანონპროექტის ჩანაწერზე, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს იმ პირთა შევიწროება, რომელთა მიმართ არსებობს მტრული, დამამცირებელი, დამაშინებელი, ღირსების შემლახავი ან სხვა სახის შეურაცმყოფელი გარემო. როგორც ამასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განმარტეს, აღნიშნული პუნქტი იყო მეტისმეტად ბუნდოვანი, იძლეოდა სხვადასხვა ტიპის ინტერპრეტირების საშუალებას და კანონის განჭვრეტადობის პრინციპიდან გამომდინარე, კანონიდან მისი ამოღება მიწანშეწონილად ჩაითვალა. კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას კი გადაწყდა, რომ კანონში არ იქნება ჩანაწერი, რომელიც კანონის მოქმედების სფეროს აკონკრეტებდა. ანტიდისკრიმინაციული პაკეტის ავტორი და ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.