Express News

ბიზნესმენი ლევან ვასაძე -ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემთხვევაში "ქართველი ხალხი პარლამენტის წევრებს კინწისკვრით გამოყრის გარეთ".


ბიზნესმენი ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემთხვევაში "ქართველი ხალხი პარლამენტის წევრებს კინწისკვრით გამოყრის გარეთ".

მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცება ქვეყანაში ძალიან ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევს. 

"მოვა ნიმე პერვერტი თქვენი ბავშვების საჯარო სკოლაში და იტყვის, მიმიღეთ მათემატიკის მასწავლებლადო. ეტყვიან, არა, ვერ მიგიღებთო და ის იტყვის ჩემი დისკრიმინაცია მოხდაო. შემდეგ იქნება გადაწყვეტილება - მოდით, დავხუროთ ეს სკოლა, ან საჯარისო ნაწილში მივა. უმცირესობების, პერვერტების, მამათმავლების გაიგივება სხვა სახის უმცირესობებთან არის დასავლური აგრესიული ლიბერალიზმის უახლესი ფანდი და აეწებნენ და აეკიდნენ, რომ თურმე კანის ფერი, რელიგიური, ნაციონალური და პლუს ესეც, აბსოლუტური სისულელეა. იმიტომ რომ არც ერთ ამ კატეგორიას ადამიანი არ ირჩევს. რა განსხვავება აქვს ადამიანი თეთრია, შავია, წითელკანიანია, მაჰმადიანია, ქრისტიანია, ქართველია, სომეხია თუ სხვა? რელიგიასაც კი არ ირჩევს ხშირად ადამიანი, მშობლები ზრდიან რელიგიაში და მორჩა. არატრადიციული ორიენტაცია კი არის შეგნებული არჩევანი ცოდვისა და გამოდის ახლა თეა წულუკიანი და ამბობს, რომ ეს არ არისო ქორწინების დაკანონება და შვილების აყვანაო. ეგღა გვაკლია, მაგ ჩოგბჯენში რომ გადაიყვან საზოგადოებას რომ სახვეწარი ისღა აქვს, ვაიმე ახლა ქორწინებას ნუ დაგვიკანონებთო, იქვე წაგებული ხარ. ორი ცალი ანგელოზივით ჟურნალისტი რომ გაწიხლეს  "იმედიდან" იმის გამო, რომ მათ თქვეს ელტონ ჯონსა და მის ჭინკა პარტნიორს არ უნდა აეყვანათ შვილი, ეს არ იყო მათი დისკრიმინაცია? მათი გამოხატვის უფლება არ დაირღვა? ამ კანონის მიღების შემდეგ ორი მამათმავალი რომ მივა ქორწინების სახლში და იტყვის დაგვაქორწინეთო და უარს ეტყვიან, ეს არ იქნება მათი დისკრიმინაცია?", - განაცხადა ლევან ვასაძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT