ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილისთვის კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის მიერ მისი აცილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი ცნობილია, თუმცა მისივე ინტერესებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებს.
როგორც "აქცენტს" ადვოკატმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა განცხადება ერთი კვირის წინ გამოუგზავნა.
„ოლეგ მელნიკოვის გადაწყვეტილება ჩემი აცილების შესახებ ჩემთვის ცნობილია. აღნიშნულზე ბაჩანა ახალაიას კომენტარიც მოვისმინე. დაზუსტებით ვიცი, რომ მელნიკოვთან უჩემოდ პროკურორები შედიოდნენ და ადგილი ჰქონდა ზეწოლას. აქედან გამომდინარეობს ანი ნადარეიშვილის ეჭვი საფუძვლიანია. ოლეგ მელნიკოვის ინტერესებიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების რეალურ მიზეზებზე ვისაუბრო და მის საზიანოდ რაიმე გავაკეთო, მიუხედავად იმისა, რომ პატიმრის გადაწყვეტილების რეალური მიზეზი ჩემთვის კარგად ცნობილია“, - განაცხადა ველიჯანაშვილმა.