Express News

სკანდალი-BBC- საქართველოში სლოვაკეთის დროშა დაწვეს


საქართველოში სლოვაკეთის დროშა დაწვეს, რომელიც რუსეთის დროშაში აერიათ. ასე ეხმაურება "ბი-ბი-სი"-ს რუსული სამსახური თბილისში , 9 აპრილის მემორიალთან წუხელ გვიან ღამით მომხდარ შემთხვევას. 
"თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარების მიერ დარბევის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან, უცნობებმა სლოვაკეთის დელეგაციის მიერ მიტანილი გვირგვინიდან ლენტი ჩამოხსნეს და დაწვეს", - აღნიშნავს რუსული "ბიბისი".
ამასთან, "ბიბისი" ქართულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ გვირგვინზე გადაკრული ლენტი რუსულ სიმბოლიკაში აერიათ და პროტესტის ნიშნად დაწვეს. 
"ბიბისი"-ს რუსული სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა და აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ეს ქმედებები უნებლიედ იქნა ჩადენილი. 
თბილისში, წუხელ 9 აპრილის მემორიალთან სლოვაკეთის დელეგაციის მიერ მიტანილი გვირგვინის ლენტი სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე, ბესო გაზდელიანმა დაწვა, რადგან მიიჩნია, რომ ლენტი რუსეთის დროშის ნაწილი იყო 

სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე ბესო გაზდელიანი წუხელ, 9 აპრილის მემორიალთან, სლოვაკეთის დელეგაციის გვირგვინის ლენტის დაწვისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გაზდელიანმა განუცხადა, უმჯობესი იქნებოდა, სლოვაკეთის დელეგაციას გვირგვინზე არა რუსეთის დროშის ინდენტური ფერების ლენტი, არამედ მინაწერი გაეკეთებინა. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT