კობა ხაბაზი დაკითხვაზეა დაბარებული
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი კობა ხაბაზი დაკითხვაზე დაიბარეს.
ხაბაზი, ფინანსურ პოლიციაში, 18:00სთ-ზე უნდა გამოცხადდეს.
საგამოძიებო ორგანოს მასთან კითხვები შპს “სინათლის ქალაქის” სამეთვალყურეო საბჭოში მუშაობასთან დაკავშირებით აქვს.
თავად ხაბაზი, ფაქტს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიმართ მიზანმიმართულ პოლიტიკურ დევნად აფასებს