Express News

კახა კალაძე - ნება იბოძონ და უპასუხონ პროკურატურის კითხვებს


ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარების ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ჟურნალისტებს კალაძემ განუცხადა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ამ ფაქტს პოლიტიკური შეფასება არ უნდა მიეცეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს პოლიტიკურ ნიშანს ანიჭებს, რაც ჩემთვის მიუღებელია. თუ პროკურატურას გააჩნია კითხვები, ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა გასცეს პასუხები, აქედან გამომდინარე, თითოეულმა მათგანმა ნება უნდა იბოძოს და ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხი უნდა იყოს გაცემული”, - განაცხადა კახა კალაძემ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT