Express News

სასწრაფოდ- გიგა ბოკერია პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს



"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გიგა ბოკერია დაკითხვაზე დაიბარეს. ბოკერიას მთავარ პროკურატურაში დღეს 15:00 საათზე ელოდებიან.
უწყებას ხელს გამომძიებელი დავით თევზაძე აწერს. გიგა ბოკერია საგამოძიებო უწყებაში მოწმის სახით არის დაბარებული.
სავარაუდოდ, გიგა ბოკერიას საგამოძიებო უწყებისთვის პასუხის გაცემა 2012 წელს ლობისტებზე ბიუჯეტიდან გახარჯულ 16 მილიონზე მოუწევს.
რამდენიმე თვის წინ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გიგა ბოკერიას მოუწევს, პასუხი გასცეს გამოძიების კითხვებს.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გასულ, 2012 წელს ლობისტებზე ბიუჯეტიდან 16 მილიონზე მეტია დახარჯული და მას გრიფი "საიდუმლო" ედო. მისი თქმით, იქ არის 200, 300, 400 ათასი ნაღდი ფულით აღებული და ეს ყველაფერი გიგა ბოკერიას სამსახურით არის გაკეთებული.
"დღეს პროკურატურაშია საქმე გადაცემული და ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. გიგა ბოკერიას სამსახურიდან არის ეს ყველაფერი გაწერილი და რა თქმა უნდა, მასთან შეკითხვები არსებობს. უფრო მეტს მე არ ვიტყოდი, მას მოუწევს პასუხები გასცეს კითხვებს გამოძიებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ჩვენც გვაქვს ლობისტებზე ფული გამოწერილი, ნახეთ, ჩვენს ვებ-საიტზე დევს და ყველაფერი გამჭვირვალეა", - აღნიშნა ექსპრემიერმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT