უმცირესობის წევრის გივი თარგამაძის ძმის დაკითხვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამ წუთებში მიმდინარეობს. ზაზა თარგამაძე საგამოძიებო სამსახურში ადვოკატთან ერთად მივიდა. მისთვის უცნობია თუ რასთან დაკავშირებით მოხდება მისი დაკითხვა.
“მე ვერ წარმომიდგენია, რას უკავშირდება. გავიგებ, შევალ და მეტყვიან”, - განაცხადა თარგამაძემ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ზაზა თარგამაძის დაკითხვაზე დაბარება, სამშენებლო ბიზნესში მის საქმიანობას უკავშირდება.