Express News

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანაკლიაში მიმდინარე მასშტაბური ნაპირდამცავი სამუშაოები დაათვალიერა



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიაში მიმდინარე მასშტაბური ნაპირდამცავი სამუშაოები დაათვალიერეს.
ანაკლიაში  ნაპირდამცავ  ნაგებობას  მუნიციპალური  განვითარების  ფონდი  აზიის განვითარების  ბანკის დაფინანსებით  ახორციელებს.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და, ჯამში, 4100 მეტრის ნაპირგამაგრება მოხდებაპროექტისფარგლებში დაგეგმილია 10 ტალღმტეხი ნაგებობის მოწყობა ბეტონის ტეტრაპოდებითრომელიც ზღვისნაპირიდან 250-300 მეტრში 4 კილომეტრ სიგრძეზე ჩაიყრება და სანაპირო ზოლს დაიცავს.
ნაპირგამაგრებასთან ერთად, მოხდება სანაპირო ზოლის გაუმჯობესება და ქვიშის პლაჟის მოწყობა.ჯამში, დაგეგმილია 3 კილომეტრამდე სიგრძისა და 60 მეტრი სიგანის სანაპირო ზოლის მოწყობა.
პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 15,355,551.74 ლარია,  მშენებლობის ვადა 9-10 თვეამთელიამ პერიოდის განავლობაში, მშენებლობაზე 100-მდე ადამიანი იქნება დასაქმებულიდასაქმებულების80%  ადგილობრივი მოსახლეა.
პირველ ეტაპზე მოხდება ზღვის ნაპირგამაგრება და სანაპირო ზოლის დაცვა მდინარე ენგურისშესართავიდან მდინარე თიკორის შესართავამდესაერთო სიგრძით 2600 მეტრიპროექტის ფარგლებშიმოხდება 6 ტალღმტეხი ნაგებობის მოწყობა ბეტონის ტეტრაპოდებითნაპირიდან 200-250 მეტრში.ნაგებობის საერთო სიგრძე 2160 ეტრიააქედან უშუალოდ 6 ტალღმტეხის საერთო სიგრძე 1700 ეტრი,ტალღმტეხებს შორის დაცილება, ჯამში, 460 ეტრს შეადგენსსამუშაოების ფარგლებში მოხდება მდინარეენგურის შესართავში არსებული ნავსადგურის მიმდებარე სანაპიროს გამაგრება ფლეთილი ქვებით, 300ეტრ სიგრძეზენაპირგამაგრებასთან ერთად, მოხდება სანაპირო ზოლის გაუმჯობესება და ქვიშისპლაჟის მოწყობა 2300 ეტრ სიგრძესა და 60 ეტრ სიგანეზე.
რაც შეეხება სამუშაოების მეორე ეტაპს. მეორე ეტაპზე მოხდება ზღვის ნაპირგამაგრება და სანაპიროზოლის დაცვა მდინარე თიკორის შესართავიდან სამხრეთით (.ფოთის მიმართულებით,საერთო სიგრძით1500 ეტრი. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთზე მოხდება 4 წყალქვეშა ტალღმტეხინაგებობის მოწყობა, ასევე ბეტონის ტეტრაპოდებით, ნაპირიდან 200-250 მეტრშინაგებობის საერთოსიგრძე 1470 ეტრიააქედან უშუალოდ 4 ტალღამტეხის საერთო სიგრძეა 1200 მეტრიხოლო მათ შორისჯამური დაცილება 270 ეტრინაპირგამაგრებასთან ერთად, სამუშაოების მეორე ეტაპზეც მოეწყობასანაპირო ზოლი ქვიშის პლაჟითრომლის სიგრძე - 1500 ეტრი, სიგანე კი - 60 ეტრი იქნება.
მეორე ეტაპის სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 10-15 მილიონი ლარიმშენებლობის საორიენტაციოვადა 7-8 თვეა.
ამჟამად სანაპირო ზოლზე განთავსებულია ტეტრაპოდები და, შესაბამისი მეტეოროლოგიური პირობების დადგომისთანავე, დაიწყება მათი ზღვაში ჩაყრა.
პროექტს ახორციელებს „მოდერნ ბიზნეს გრუპი“რომელიც სამუშაოების პირველ ეტაპს 2014 წლისივლისში დაასრულებს. პროექტის განხორციელების შედეგადადგილობრივ მოსახლეობას აღარ დაეტბორება საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები; გაუმჯობესდება დამსვენებელთა პირობები.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT