ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეების დამადასტურებელ ფაქტებზე საუბრობს და ქართველი ულტრანაციონალისტების სურათს ასაჯაროვებს.
ფოტოზე ჩანს 5 ნიღბიანი მამაკაცი, რომლებსაც ხელში ქართული დროშა ეჭირავთ, უკან კი უკრაინული, ინაშვილის თქმით, ფაშისტური სამხედრო ორგანიზაციის, „უნა–უნსოს“ დროშა ჩანდა.
ჟურნალისტის თქმით, საქართველოში არსებობენ პროფესიული სპორტსმენების ფენა, რომლებიც იყვნენ ზონდერები და რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ამზადებდა.
„სწორედ ეს ზონდერები გვარბევდნენ 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციებზე. დღესაც ემზადებიან ეს ზონდერები, მათი სპორტული დარბაზები კი გლდანსა და მოსკოვის პროსპექტზეა განთავსებული“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.