Express News

შოთაძე ადასტურებს, რომ "რუსთავი 2"-ზე გამოძიება მიმდინარეობს


საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც შოთაძემ ქუთაისში, განუმარტა, ირაკლი ოქრუაშვილის უწყებაში დაკითხვაზე დაბარების დროს, კითხვები მასთან ტელეკომპანიასთან დაკავშირებითაც ჰქონდათ.

"ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით, კომენტარს ვერ გავაკეთებ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. ის დაიკითხა რამდენიმე საქმეზე, ამ ეტაპზე, შემიძლია, გიპასუხოთ, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შოთაძის განცხადებითვე, გამოძიება ტელეკომპანია "მზესთან" დაკავშირებითაც მიმდინარეობს

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT