ლინჩის წესისკენ?!
ისევე როგორც ფეისბუკის მომხმარებელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მეც საკმაოდ ვიხალისე ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტზე.
ფაქტი, გაახალისა თვითონ ბატონმა ,,რჩეულმა'', როცა თქვა, რომ 8 კაცი ვერ მოერია და ორმა ელექტროშოკმაც ვერაფერი დააკლო.
რა თქმა უნდა მის სიტყვებს სათანადო რეაქციაც მოჰყვა. ზოგმა ბრუსლი უწოდა მას, ზოგმა მეხამრიდი და ზოგმაც საკმაოდ დელიკატურად შეიკავა თავი კომენტარებისაგან და მხოლოდ ლოყებაწითლებული ,,სმაილიკები'' დადო სიტყვების სანაცვლოდ.
ყველაფერი მხიარული იყო, სანამ ბატონი პრემიერის კომენტარს არ გადავაწყდი.,,სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოძიებული დეპუტატის ცემის ფაქტი''.
ბატონო პრემიერო, იქნებ ჯობდა ძველი საქმეები გამოეძიებია, ჯერ ისევ ნაცმოძრაობის წევრებით დაკომპლექტებულ პროკურატურას, რათა ასეთი ქუჩური გარჩევები არ გვენახა?! იქნებ ჯობდა, სახელმწიფოს მოეთხოვა დამნაშავეებისთვის პასუხი და არა გამწარებულ ხალხს?! იქნებ ჯობდა, სამთავრობო გუნდის საქმიანობა არ ყოფილიყო ნაცმოძრაობის საქმეების გაგრძელება, ან ზუსტი კოპირება? იქნებ, იქნებ, იქნებ...
რა უნდა გითხრათ, ვერაფერი, გარდა ერთისა. საქმეს დასაცინად ნუ გაიხდით და დამნაშავეების საფოსტო მტრედებით დაკითხვას დაანებეთ თავი.. გაღმით თუ ძალა არ გერჩით, გამოღმით მაინც გყავთ ხალხი, ვინც მიუხედავად თავისი ბინძური წარსულისა, მაინც თითს გიქნევთ. მოთხოვეთ მათ პასუხი თქვენ და ნუ დაელოდებით ლინჩის წესით მათ გასამართლებას, რადგან ეგეც კი ისევ მათ ბელადებს აწყობთ
http://aianews.ge/index.php?newsid=1470