Express News

ჩხუბი პარლამენტში: „ხმას ჩაუწიე, აზრზე მოდი!“


პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, სადაც "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებები განიხილებოდა, ერთმანეთს უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე და უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე დაუპირისპირდნენ.
ბიუროს სხდომაზე, უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილებები არ უნდა შევიდეს და დეპუტატის იმუნიტეტი დაცული უნდა იყოს.
ბეჟაშვილის გამოსვლის დროს, თევდორაძე ნიშნიანიძის რეპლიკებმა გააღიზიანა და ოპონენტს მოუწოდა "ნუ ილანძღებოდა".
"ნუ ილანძღები და კორექტული იყავი. ხმას ჩაუწიე, აზრზე მოდი! კორექტული იყავი-თქო", - მიმართა თევდორაძემ ნიშნიანიძეს, რომელიც შოთა ხაბარელმა დაიცვა.
"როგორ ელაპარაკები კოლეგას?" - მიმართა შოთა ხაბარელმა თევდორაძეს.
დეპუტატებს შორის სიტყვიერ დავაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჩაერთო და კანონმდებლებს მიმართა – "მსგავი სიტყვებით ქუჩაში ილაპარაკონ".

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT