Express News

ანი მიროტაძე- სანიკიძის სკანდალურ განცხადებებზე,კონფერენციაზე ჟურნალისტი შეიპარა და ფარული ჩანაწერი გააკეთა



საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატსა და „ეროვნული ფორუმის“  წევრს ანი მიროტაძეს კოლეგის, გუბაზ სანიკიძის იმ ხმაურიანი განცხადებების განმარტება მოუხდა, რომელიც სანიკიძემ თბილისში, პარტიის კონფერენციაზე გააკეთა.
გუბაზ სანიკიძე კონფერენციაზე „ქართულ ოცნებაში“ არსებულ ვითარებას  შეეხო და აღნიშნა, რომ კოალიცია ყოფილი „ნაციონალებით“ გაივსო. დეპუტატს არც მინისტრთა კაბინეტი დავიწყებია და განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტს მხოლდო ორი ეფექტური მინისტრი ჰყავს ნარმანიასა და სერგეენკოს სახით.
„არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა. ყველა ადამიანს აქვს უფლება ვიღაც მოსწონდეს ან არ მოსწონდეს. ჩვენ ვემზადებით პარტიული ყრილობისათვის, რომელიც მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება. თუმცა მანამდე გვაქვს შეხვედრები პარტიის აქტივთან რეგიონებსა და რაიონებში. კონფერენციაზე ჟურნალისტი შეიპარა და ფარული ჩანაწერი გააკეთა. იქ ნათქვამი ყველაფერი აწონილ-დაწონილი იყო. იქვე ცალსახად თქვა გუბაზმა, რომ ჩვენი კოალიციიდან გასვლის საკითხი არ განიხილება და ყველაფერს გავაკეთებთ კოალიციის ერთიანობისათვის“, - აცხადებს ანი მიროტაძე. 

წყარო http://news.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT