ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მძღოლზე განპიროვნებულ ავტომანქანას სახელმწიფო ნომერი შეეცვალა. თუკი ყოფილი გამგებლები სახელმწიფო ნომრით ,,QAR 005″-ოთ მოძრაობდნენ, ამჟამინდელი გამგებლის სარგებლობაში მყოფ ,,ლანდ კრუიზერს” სახელმწიფო ნომერი ,,QAR 041″ აქვს მინიჭებული. ნომრების ცვლა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ,,ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებამ და ,,ქართული ოცნების” გამარჯვებამ გამოიწვია.
ამჟამად ქარელის გამგეობის ბალანსზე რიცხული 3 ავტომობილი, მათ შორის 2007 წელს გამოშვებული ,,სუბარუ ტრიბეკა”, ტექნიკური გაუმართავობის გამო, გასაყიდად გაიტანეს. ,,სუბარუ ტრიბეკა” 11 ათას ლარადაა შეფასებული. დანარჩენი ორი, მერსედეს-ბენცის ფირმის მანქანები 1996-97 წლებშია გამოშვებული. მერსედესების ღირებულება (სახელმწიფო ნომრით OJJ 357 და DEP 005)- 4100 ლარს და 3600 ლარს შეადგენს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი