უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ სამხედროებს იარაღის გამოყენების უფლება მისცა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
„დღეს ყირიმში უკრაინელი სამხედროს დაღუპვიდან გამომდინარე, რომელიც რუსმა მეომრებმა მოკლეს, ჩვენი სამხედროების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყირიმში დისლოცირებული სამხედრო ნაწილების ჯარისკაცებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება მიეცათ,“ – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიმფეროპოლში სამხედრო ნაწილის შტურმს რუს სამხედროებთან ერთად ყირიმის ე.წ. „თავდაცვის რაზმი“ ახორციელებდა.