სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, "სუხიშვილების" ფან-კლუბის გვერდი ნინო სუხიშვილის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის ამბობს, რომ "სუხიშვილებმა" რუსეთის ფედერაციაში 22 კონცერტი გააუქმა.
"დღეს გადაწყვეტილების მიღება მე მომიწია – უარი ვთქვი გასტროლზე. შეიძლება ბევრმა გამამტყუნოს, მაგრამ ჯერჯერობით არ მინდა რუსეთში წასვლა. 22 კონცერტი
კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მინდა შევინარჩუნო, ღირსებაა. მე ვთვლი, რომ დღეს ჩემი ქვეყნის ღირსების შესანარჩუნებლად რუსეთში საგასტროლოდ წასვლა ნაადრევია. ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძნელი მისაღები კი ის იმიტომ იყო, რომ მოცეკვავეების ფინანსური მდგომარეობა არ არის კარგი, მათი ხელფასი საკმარისი არ არის და ისინი გასტროლების ხარჯზე არსებობენ. შესაბამისად, ამ 22 კონცერტზე უარის თქმა ძალიან სერიოზული ნაბიჯი იყო", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც Facebook-ზე გავრცელდა.