ბიძინა ივანიშვილისა და გირგი მარგველაშვილის შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი პრეზიდენტის მრჩეველი ვანო მაჭავარიანი გახდა,ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "პოკიტიკის დროში" ისაუბრა
„როდესაც ძველი პრეიზდენტის ფავროიტი აშკარად არის მისი ძმა, მიშა მაჭავარიანი, მე ზოგადად ამაში პრობელმას ვერ ვხდეავ, მაგრამ იქ გარკვეუილი კითხვევბი იყო და ისმის დღესაც. როდესაც მე მოვედი პოლიტიკაში, ნოემბერში, მოიყვანა თავისი მეგობარი, რომელიც გახდებოდა ჩვენი გუნდის წევრი. ის საკმაოდ ხშირად დადიოდა ჩვენთან ოფისში, შემდეგ, განაცხადა, რომ სურვილი აღარ აქვს... გაირკვა რომ ჩვენთან მოსვლით მან მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა გააბრაზა , რადგან ისინი მას სამსახურს აღარ აძლევდნენ, და ის უმუშევარი იყო... მან მიაღწია იმას, რომ ისინი შეაშინა: თუ თქვენ სამსახურს არ მომცემთ... მას მისცეს სამსახური ქრთამის სახით და გადაუხადეს 7 ათასი ლარი საპარტნიორო ფონდში. ეს კაცი ჩვენთან მოვიდა მხოლოდ იმიტომ რომ შეეშინებინა „ნაციონალური მოძრაობა“. ჩემი აზრით, მან უმსგავსო საქციელი ჩაიდინა, მან გაიცნო გუნდის წევრები, იყო ჩვენთან ოფისში... როგორც გაირკვა, მან იქამდე იარა ჩვენთან, სანამ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა მიეცათ მათთვის სამსახური.“ -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა „პოლიტიკის დროში“.